გურიაში ვიზიტის ფარგლებში, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, გურიის გუბერნატორთან გია სალუქვაძესთან, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ დეპუტატთან თემურ ჭკუასელთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, გორაბერეჟოულის ტყე-პარკში მივიდა და ახალგაზრდებს გაესაუბრა.
ხელისუფლების წარმომადგენლები ასევე, დაესწრნენ „ახალგაზრდული კვირეულის“ – ფარგლებში, გორაბერეჟოულის ერისთავების სასახლეში, „მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის“ მოსწავლეების მიერ შექმნილი დოკუმენტური ფილმის – „რას საიდუმლოებას ინახავს გორას ტყე-პარკი“ ჩვენებასა და დენდროლოგიურ ტყე-პარკში, მოლაშქრეთა კლუბ „ნაბიჯი“-ს პრეზენტაციას
შეხვედრა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებთან
19/05/2016