ფშავის განვითარების სტრატეგიის შემუშავებისა და სამომავლოდ განსახორციელებელი პროექტების შესახებ, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართა.
მხარის გუბერნატორის გოჩა ზეიკიძის თქმით, პროცესი იქნება ღია და ყველა დაინტერესებულ მხარეს მიეცემა შესაძლებლობა ჩაერთოს ფშავის განვითარების პროცესში. ამასთან, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია მაღალმთიანი სოფლების სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული თუ ტურისტული კუთხით გაძლიერება.
სამხარეო ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტების ინიციატივით, შეიქმნა მცხეთა-მთიანეთის განვითარების რეგიონალური სააგენტო. ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს ფშავის მდგრადი განვითარების გეგმის შემუშავებაზე, რაც კომპლექსურ ღონისძიებებს მოიცავს. შეიქმნება დარგობრივი ჯგუფები, ასევე ჩატარდება გასვლითი ღონისძიებები რათა ადგილზე მოხდეს ისტორიულ-გეოგრაფიული კუთხის თემატური შესწავლა და პრიორიტეტების განსაზღვრა.
გაეროს მიერ მსოფლიოს მდგრადი განვითარების პროგრამის ფარგლებში, მცხეთა-მთიანეთი მწვანე რეგიონად გამოცხადდა, რაც ბიო, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მოყვანა-წარმოებას გულისხმობს.
შეხვედრას ფშავის მოსახლეობასთან ერთად, სამხარეო ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობების, რეგიონში მოქმედი არასამთავრობო სექტორის, ბიზნესის და სხვა ოფიციალური უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ
შეხვედრა ფშავის განვითარების სტრატეგიის შემუშავების შესახებ
05/07/2016