შეხვედრა სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის

01/03/2016

USAID-ის პროგრამის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა და აგრო სექტორში კვალიფიკაციის ამაღლების გზები განიხილეს, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე.
ამ მიმართულებით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სასათბურე მეურნეობის მოდერნიზაციისა და განვითარების საპილოტე პროექტი განხორციელდება, რაც ფერმერს საშუალებას მისცემს შეიმუშაონ მოსავალზე ორიენტირებული აგრო-გეგმა.
შეხვედრაზე, მოწვეული იყვნენ სხვადასხვა თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მქონე აგრო სექტორის სპეციალისტები. შემუშავდება ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მოყვანის ტექნოლოგია, რაც ყაზბეგის, როგორც ეკომუნიციპალიტეტის სტატუსთან თავსებადი იქნება.
შეხვედრას მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე კობა არაბული, სახარეო ადმინისტრაციისა და აგრო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0