ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელმძღვანელი პირები სოფელ მირაშხნის, სოფ.ფიის, სოფ. ნაქალაქევის და სოფ.თმოგვის მოსახლეობას შეხვდნენ და და 2016 წლის „ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ პრიორიტეტებზე იმსჯელეს და განიხილეს თითოეულ სოფელში არსებული პრობლემები.
უმრავლესობის გადაწყვეტილებით შეირჩა სოფლისთვის პრიორიტერტული საკითხი, რომელიც უახლოეს მომავალში განხორციელდება.
შეგახსენებთ, რომ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით “ გამოყოფილი თანხის ფარგლებში, ყველა სოფელს თავად შეუძლია სოფლის კრებაზე შეარჩიოს არსებული პრობლემებიდან ყველაზე პრიორიტეტული საკითხი და მოაწესრიგოს.