შეხვედრა საჩხერის მეეზოვეებთან

04/03/2016

საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელი მალხაზ ბაზაძე ქალაქის მეეზოვეებს შეხვდა. შეხვედრას გამგებლის მოადგილე, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ბენიამენ ფალავანდიშვილიც ესწრებოდა.
შეხვედრაზე საუბარი იმ პრობლემებს შეეხო, რომელიც დღეს მუნიციპალიტეტში დასუფთავების კუთხით არსებობს. საკითხი ქალაქის კონკრეტულ ქუჩებზეც დაისვა, რომლის დასუფთავებაც აქამდე არ ხდებოდა და მომავალში იგეგმება.
საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელმა განაცხადა, რომ მისთვის პრიორიტეტი სწორედ დასუფთავებული ქუჩებია და მეეზოვეებს მუშაობის ხარისხი გაზრდისკენ მოუწოდა. მალხაზ ბაზაძემ ასევე აღნიშნა, რომ მეეზოვეების სამუშაო სამოსი, ისე როგორც მათი სამუშაო შესაბამის სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0