შეხვედრა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ

11/04/2016

სახელმწიფო გზებზე მსხვილფეხა, ან წვრილფეხა პირუტყვის გადაადგილების წესებისა და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე იმსჯელეს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში. კერძოდ, რქოსანი საქონლის საავტომობილო გზებზე მოძრაობისას პასუხისმგებელი პირი არის მეხრე, მწყემსი, რომელიც უზრუნველყოფს ცხოველის გადაადგილებასა და უსაფრთხოებას, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – მესაკუთრე.
“საგზაო უსაფრთხოების შესახებ” კანონის თანახმად მსხვილფეხა ან წვრილფეხა პირუტყვის გადაადგილების წესების დარღვევა (უმეთვალყურეოდ გაშვებული საქონელი) იწვევს მფლობელის დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით.
მხარეებმა განიხილეს საავტომობილო გზებზე სისწრაფის განმსაზღვრელი რადარების დამონტაჟების საკითხიც.
შეხვედრას მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი გოჩა ზეიკიძე, შშს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს უფროსი თემურ კუპატაძე , რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტებისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0