შეხვედრა რეგიონული განვითარების შესახებ გაიმართა

29/11/2016

ახალი მეთოდოლოგიებისა და პროცედურების შესაბამისად, თვითმმართველობების მიერ საპროექტო წინადადებების შემუშავებასთან დაკავშირებით, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემისა და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის ინიციატივით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა. პროექტის მიზანს წარმოადგენს, მუნიციპალურ დონეზე, რეგიონული განვითარების სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმის მნიშვნელობის განსაზღვრა, საპროექტო განცხადებების შემუშავება, მუნიციპალიტეტების სუსტი და ძლიერი მხარეების შეფასება, ასევე თვითმმართველობებში არსებული პრობლემების მიზანმიმართული განსაზღვრა. შეხვედრას, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის პირველი მოადგილე კობა არაბული, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების გამგებლების პირველი მოადგილეები, სამხარეო ადმინისტრაციის, თვითმმართველობების შესაბამისი სამსახურებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0