ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი საქართველოს რაგბის კავშირის თავმჯდომარეს გოჩა სვანიძეს შეხვდა. სამხარეო ადმინისტრაციაში მიმდინარე სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს გუბერნატორის მოადგილეებმა და რაგბის კავშირის წარმომადგენლებმა.
შეხვედრაზე განიხილეს სასკოლო ასაკის ბავშვებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვისა და მათი სწორი ფსიქო-ფიზიკური გავითარებისთვის საჭირო ღონისძიებები, ყურადღება გამახვილდა ინსტრუქტორ-მასწავლებლების გადამზადებისა და შესაბამისი კვალიფიკაციის კადრების მომზადების აუცილებლობაზე.
შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს რეგიონში სპორტის ამ სახეობის განვითარებისა და ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები, დასახეს უახლოესი მომავლის სამუშაო გეგმაც.
შეხვედრა რაგბის კავშირის წარმომადგენლებთან
04/07/2016