შეხვედრა ირლანდიის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან

04/05/2016

რუსთავის მერი დავით ჯიქია ქართულ-ირლანდიური სავაჭრო პალატის დირექტორს, გიორგი ფეიქრიშვილს, საერთაშორისო ორგანიზაციის მდივანს, მერვინ დუგანსა და ბრიტანული ქვეყნის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე, მერის მოადგილეეები, ნოდარ შეროზია, ლაშა ლობჯანიძე და ადგილობრივი ბიზნესმენებიც დაესწრნენ.
ქალაქის მერმა სტუმრებს რუსთავის ეკონომიკური და საინვესტიციო პოტენციალი გააცნო. მხარეებმა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებიც განიხილეს. ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში, ირლანდიელი ბიზნესმენები სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისა და საქმიანი წრის წარმომადგენლებს შეხვდებიან.
ქართულ-ირლანდიური სავაჭრო პალატა რამდენიმე თვის წინ, სხვადასხვა პროექტების, მათ შორის გაცვლითი სასწავლო პროგრამების განხორციელების მიზნით შეიქმნა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0