შეხვედრა დაბა ლაითურის და დაბა ნარუჯის მოსახლეობასთან

16/03/2016

სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დაბა ლაითურზე 55 000 ლარი გამოიყო.
გათვალისწინებული თანხის ფრგლებში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების შესარჩევად ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ დაბის მაჟორიტართან – რესან გაიბაიძესთან და ლაითურში გამგებლის წარმომადგენელთან, ემზარ ბერიძესთან ერთად ლაითურის მოსახლეობასთან შემდეგი პროექტების განხორციელება შეათანხმა: მიმდინარე წლის სოფლის პროგრამით დაბა ლაითურის საბავშვო ბაღისთვის ჯგუფის დამატება, სპორტული დარბაზის სარემონტო სამუშაოები და რამდენიმე საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაცია დაიწყება.
44 000 ლარია გათვალისწინებული ნარუჯის ტერიტორიულ ერთეულზე. ნარუჯის მაცხოვრებლებმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეებთან, ბადრი გობრონიძესა და გიორგი ღურჯუმელიძესთან ერთად პრიორიტეტულად გარკვეულ უბნებზე ბეტონის გზის მოწყობა, გარე განათების მონტაჟი და საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია დაასახელეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0