გიორგი კვირიკაშვილისა და ილჰამ ალიევის პირისპირ შეხვედრა დავოსში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. მხარეებმა ორი ქვეყნის კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე იმსჯელეს და სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოხატეს აზერბაიჯანთან პოლიტიკური, ეკონომიკური და ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი.
შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან
22/01/2016