დამსვენებლებისთვის კომფორტული გარემოს შექმნის მიზნით, საკურორტო ზონებში დასუფთავების სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. შეკვეთილში დასუფთავდა სანაპირო ზოლი და მიმდებარე ტერიტორია.ეკალ-ბარდისგან გაიწმინდა ფიჭვნარი. არსებულ ვითარებას გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე აკაკი შენგელია, ოზურგეთის მერის მოადგილესთან ოსიკო თოთიბაძესთან ერთად გაეცნო
შეკვეთილში დასუფთავების სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს
19/07/2019