შეზღუდული შესაძებლობების მქონე პირთათვის ცენტრი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში დღეს ოფიციალურად გაიხსნა.
ღონისძიებას მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ცენტრი მდინარაძის ქუჩაზე მდებარეობს. ოთახი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისადაა მოწყობილი, სადაც მოწესრიგებულია სველი წერტილები, აღიჭურვება კომპიუტერული ტექნიკითა და ინტერნეტით. აქ განთავსდება ა(ა)იპ „პროგრესის ვექტორი“, რომელსაც მარიამ ნუცუბიძე ხელმძღვანელობს.
დეპუტატმა მიულოცა დამსწრე საზოგადოებას ახალი ცენტრის გახსნა, მათ მხარდაჭერა და გვერდით დგომა აღუთქვა. ნინო წილოსანმა აღნიშნულ პირებს რეაბილიტაციასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება დაჰპირდა.
„-დღეიდან აქტიურად შევუდგებით საქმიანობას. დავიწყებთ ახალი პროექტების მომზადებას. თქვენი თანადგომის იმედი გვაქვს“_განაცხადა მარიამ ნუცუბიძემ.
მდინარაძის ქუჩაზე #1-ში მდებარე ფართის სარემონტო სამუშაოები შპს „მშენებელი2015“-მა შეასრულა. პროექტის ღირებულება 11 797 ლარია.
შეზღუდული შესაძებლობების მქონე პირთათვის ცენტრი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში დღეს ოფიციალურად გაიხსნა
16/06/2017