შაორის ტბის ტერიტორიაზე სასტუმრო აშენდება

08/03/2016

კომპანია “ჯეოტექინვესტი” რაჭაში, შაორის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე 26 ნომრიან სასტუმროს ააშენებს. სასტუმროს მშენებლობა მაისში დაიწყება და მისი დასრულება ოქტომბერში იგეგმება. სასტუმრო უშუალოდ ტბის პირას იქნება განთავსებული, ამ ეტაპზე შაორის ტბის პირას არცერთი სასტუმრო არ მდებარეობს. როგორც კომპანიის დირექტორი აცხადებს, ინვესტიციის მოცულობა დაახლოებით 1,5 მილიონი ლარი იქნება. მამუკა ჯმუხაძე ამბობს, რომ კომპანია სახელმწიფო პროგრამაში “უმასპინძლე საქართველოში” მონაწილეობასაც გეგმავს. მისი თქმით, სასტუმროში საკონფერენციო დარბაზი და 80 ადამიანზე გათვლილი კვების ობიექტიც განთავსდება. კომპანია მიმდებარე ტერიტორიაზე გასართობი ინფრასტრუქტურის მოწყობასაც გეგმავს

Tweet about this on TwitterShare on Facebook0