შალვა პაპუაშვილმა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

10/04/2023

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელთან, ღასან ხალილთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. შალვა პაპუაშვილმა მადლობა გადაუხადა ღასან ხალილსა და მის გუნდს საქართველოს მხარდაჭერისა და ბავშვთა უფლებათა საკითხებზე გაწეული საქმიანობისთვის. ღასან ხალილმა დადებითად შეაფასა გაეროს ბავშვთა ფონდის მრავალწლიანი თანამშრომლობა საქართველოს პარლამენტთან. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარლამენტის მიერ მიღებული „ბავშვის უფლებათა” კოდექსი ძალიან დიდი მიღწევაა. შალვა პაპუაშვილმა წარმატება უსურვა ღასან ხალილს მის შემდგომ საქმიანობაში და UNICEF-თან თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა გამოთქვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0