შალვა პაპუაშვილი ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

04/07/2023

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, ფრანსის დრუენს შეხვდა. შალვა პაპუაშვილმა ფრანსის დრუენს მადლობა გადაუხდა ასამბლეის 48-ე სესიის ჩასატარებლად საქართველოს მასპინძელ ქვეყნად შერჩევისთვის. მისი თქმით, ამ ღონისძიების საქართველოში გამართვა კარგი შესაძლებლობაა ასამბლეის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის გასაღრმავებლად, კულტურული გაცვლებისა და ფრანგული ენის პოპულარიზაციის ხელშესაწყობად. შალვა პაპუაშვილმა, ასევე, მადლიერება გამოხატა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის მიმართ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის.
შეხვედრაზე ისაუბრეს რუსეთის ომზე უკრაინაში და ასევე, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე. მხარებმა თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოხატეს. შეხვედრას შალვა პაპუაშვილთან ერთად ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი დავით სონღულაშვილი ესწრებოდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0