საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ფიჯის კუნძულების რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე ნაიქამა ლალაბალავუს შეხვდა. შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე, აგრეთვე, მათი არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. მან მადლიერება გამოხატა ფიჯის მიმართ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ საქართველოს რეზოლუციის პირველად მხარდაჭერისა და თანასპონსორობისთვის. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ორმხრივ თანამშრომლობაზე. ნაიქამა ლალაბალავუმ შალვა პაპუაშვილს მადლობა გადაუხადა საქართველოს პარლამენტში ფიჯის პარლამენტის თანამშრომლებისთვის სტაჟირების წარმატებული პროგრამის, ასევე, ქართულ უნივერსიტეტებში ფიჯელი სტუდენტების სტიპენდიებისთვის. აგრეთვე, მიმოიხილეს თანამშრომლობის საკითხები კლიმატის ცვლილების, სპორტის, განათლების მიმართულებებით. შეხვედრა გაიმართა ანგოლაში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის 147-ე ასამბლეის ფარგლებში.
შალვა პაპუაშვილი ფიჯის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
25/10/2023