შალვა პაპუაშვილი ფინეთის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარეს შეხვდა

29/03/2024

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ფინეთის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე მატიას მარტინენს და მის თანმხლებ დელეგაციას შეხვდა. შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოსა და ფინეთს შორის საპარლამენტო თანამშრომლობის განვითარების პოზიტიური დინამიკა. ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებს შორის ნაყოფიერ ურთიერთობებზე. მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პოტენციური მიმართულებები, მათ შორის, განათლებისა და გარემოს დაცვის სფეროებში. აღინიშნა სექტორულ კომიტეტებს შორის კავშირების გაძლიერების მნიშვნელობა. ფინურმა მხარემ, ასევე, გამოხატა საქართველოს დახმარების მზადყოფნა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოში ფინეთის საელჩოს გახსნის მნიშვნელობას ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0