შალვა პაპუაშვილი სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის ჯგუფის პრეზიდენტს შეხვდა

30/03/2022

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ევროპის პარლამენტში სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის ჯგუფის პრეზიდენტ ირაჩე გარსია პერეზს შეხვდა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა პოლიტიკური პარტია „ქართულ ოცნებასა“ და სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის ჯგუფს შორის არსებულ განსაკუთრებით მტკიცე კავშირებსა და საერთო ევროპული ღირებულებების მხარდაჭერას. ​მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს განაცხადზე ევროკავშირის წევრობაზე, საქართველოში განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებსა და რუსულ აგრესიაზე უკრაინაში. სოციალისტებისა და დემოკრატების ჯგუფის პრეზიდენტმა გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მისწრაფებებისადმი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0