შალვა პაპუაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა

31/05/2022

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანს შეხვდა.
შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სიმბოლურია სომხეთის პრეზიდენტის მიერ თავისი პირველი ვიზიტის საქართველოში განხორციელება, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების მნიშვნელობას. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის ნაყოფიერ თანამშრომლობაზე სხვადასხვა სექტორში. დადებითად შეფასდა მაღალი დონის ვიზიტების დინამიკის ზრდა. შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში მიმდინარე მოვლენები და ის ნაბიჯები, რომლებიც იდგმება რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად. მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0