შალვა პაპუაშვილი სლოვაკეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

20/11/2023

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩ მატუშ ბუშოვსკისთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. შალვა პაპუაშვილმა მატუშ ბუშოვსკის ელჩად დანიშვნა მიულოცა და წარმატება უსურვა მის საქმიანობაში. მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოსა და სლოვაკეთს შორის თანამშრომლობის დინამიკა, მათ შორის, მაღალი დონის ვიზიტები. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქართულ-სლოვაკურ ორმხრივ ურთიერთობებს, საქართველოს პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, ამ მხრივ საქართველოს მოლოდინებსა და რეგიონში არსებულ ვითარებას. ​ელჩმა აღნიშნა, რომ სლოვაკეთი მხარს უჭერს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და მზად არის, გაუწიოს დახმარება საქართველოს ყველა საჭირო მიმართულებით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0