შალვა პაპუაშვილი მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენელს შეხვდა

29/04/2022

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენელს ტერეზა რიბეიროს შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს მედია გარემოსა და მედიის საქმიანობაზე საქართველოში, აგრეთვე დეზინფორმაციისა და მედიაპოლარიზაციის უარყოფით შედეგებზე. შალვა პაპუაშვილმა მიმოიხილა ის წარმატებული ნაბიჯები, რომლებიც საქართველომ გადადგა გამოხატვის თავისუფლებისა და პლურალიზმის ხელშეწყობის მიზნით და აღნიშნა, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური პოლიტიკაა მედიის მიმართ. პარლამენტის თავმჯდომარემ გამოხატა მზაობა მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენლის ოფისთან ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებისთვის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0