შალვა პაპუაშვილი მალტის პრეზიდენტს შეხვდა

09/05/2023

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მალტის რესპუბლიკის პრეზიდენტ ჯორჯ ველას შეხვდა. მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოსა და მალტას საერთო ევროპული ღირებულებები აკავშირებთ. შეხვედრაზე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობაზე, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასა და მის ნეგატიურ შედეგებზე, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებზე, საქართველოს ხელსაყრელ გეოგრაფიულ მდებარეობასა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ჯორჯ ველამ ხაზი გაუსვა საქართველოს მიღწეულ პროგრესს და ქვეყნის ევროპული მისწრაფებებისადმი მალტის მხარდაჭერა დააფიქსირა. საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები: ნიკოლოზ სამხარაძე, მაკა ბოჭორიშვილი, გივი მიქანაძე, ქეთევან თურაზაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ლევან მახაშვილი შედიან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0