საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კაბო ვერდეს რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე აუსტელინო კორეიას შეხვდა. შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა კაბო ვერდეს მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და გაეროში საქართველოს მხარდაჭერისთვის. აუსტელინო კორეიამ ხაზი გაუსვა, რომ კაბო ვერდე გააგრძელებს აღნიშნულ პოლიტიკას საერთაშორისო სამართლის პრინციპების და საერთო ფასეულობების გათვალისწინებით. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე გამოხატეს საპარლამენტო კავშირების გააქტიურების და გაფართოების მზაობა. შეხვედრა ანგოლაში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის 147-ე ასამბლეის ფარგლებში შედგა.
შალვა პაპუაშვილი კაბო ვერდეს რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა
26/10/2023