საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთში მოქმედ საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის არსებულ ისტორიულად მტკიცე კავშირებზე. შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ თანამშრომლობა აქტიურია არა მხოლოდ პარლამენტებს, არამედ რეგიონებსა და ქალაქებს შორის. მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარემ დევიდ ბიტანმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა საქართველოს მიმართ ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღის ცერემონიის დაგეგმვასა და განხორციელებისთვის.
მისი თქმით, ამ ცერემონიის ჩატარება მნიშვნელოვანად აძლიერებს საპარლამენტო კავშირებს. მხარეებმა, აგრეთვე, ისაუბრეს რუსეთის ომზე უკრაინაში და რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე. თავმჯდომარემ ისრაელის მხარეს საკანონმდებლო არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცა და საპარლამენტო თანამშრომლობის ინტენსიფიკაციის მზაობა გამოხატა.
შალვა პაპუაშვილი ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთში მოქმედ საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა
27/01/2023