პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებს ედიტ ესტრელასა და კლოდ კერნს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი ნატალია ვუტოვა. მხარეებმა დეტალურად განიხილეს საქართველოს მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციით გათვალისწინებული რეფორმების შესრულება. ისაუბრეს საქართველოში განვითარებულ მოვლენებსა და საპარლამენტო დღის წესრიგზე. შალვა პაპუაშვილმა თანამომხსენებლებს მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის საქმიანობისთვის და ორგანიზაციის მიერ საქართველოში დემოკრატიის გაძლიერების პროცესში შეტანილი წვლილისთვის. პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად შეხვედრას, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიქოვანი ესწრებოდა.
შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებს შეხვდა
28/03/2023