შალვა პაპუაშვილი გერმანიის ბუნდესთაგის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

30/11/2022

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესთაგის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს მარი-აგნეს შტრაკ-ციმერმანს შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაზე და მიმოიხილეს უკრაინის ომის შედეგები ევროპის კონტინენტისთვის. პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა საქართველოს პარლამენტის მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის განხორციელებაზე. შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა მეტი სიცხადის აუცილებლობას საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე. თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა ენერგოკრიზისზე ევროპაში და ხაზი გაუსვა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს. მხარეები შეთანხმდნენ საპარლამენტო კომიტეტებს შორის კონტაქტების გააქტიურებაზე. საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით ვიზიტის ფარგლებში გერმანიის დედაქალაქში მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს. ​დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ნიკოლოზ სამხარაძე, ანრი ოხანაშვილი, ლევან კობიაშვილი, ნინო იობაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი და ხათუნა სამნიძე შედიან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0