შალვა პაპუაშვილი გერმანიის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს შეხვდა

01/12/2022

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრ ტობიას ლინდნერს შეხვდა. პარლამენტის თავმჯდომარემ გერმანიის მხარეს მადლობა გადაუხადა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერისთვის. შალვა პაპუაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანია წლების განმავლობაში საქართველოს უმსხვილესი ორმხრივი დონორია, რამაც მრავალი შედეგი მოუტანა ქართველ ხალხს. მხარეებმა ისაუბრეს რუსეთის ომზე უკრაინაში და მის მძიმე შედეგებზე. ​შალვა პაპუაშვილი სახელმწიფო მინისტრს ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებაზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო ძალისხმევას არ დაიშურებს კანდიდატის სტატუსის მისაღებად. საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრმა საქართველოს წარმატება უსურვა რეფორმების განხორციელებაში და ამ პროცესში გერმანიის მხრიდან მხარდაჭერის მზაობა გამოხატა. საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, ვიზიტის ფარგლებში, გერმანიის დედაქალაქში მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს. ​დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ნიკოლოზ სამხარაძე, ანრი ოხანაშვილი, ლევან კობიაშვილი, ნინო იობაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი და ხათუნა სამნიძე შედიან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0