საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბურუნდის რესპუბლიკის სენატის პრეზიდენტ ემანუელ სინზოჰაგერას შეხვდა. შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ წელს შესრულდა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წელი. პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე და ოკუპაციის ნეგატიურ შედეგებზე. მხარეებმა ასევე განიხილეს ორ პარლამენტს შორის თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებები, მათ შორის, მეგობრობის ჯგუფების დაფუძნება და მემორანდუმის ხელმოწერა. შეხვედრა ანგოლაში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის 147-ე ასამბლეის ფარგლებში შედგა.
შალვა პაპუაშვილი ბურუნდის სენატის პრეზიდენტს შეხვდა
26/10/2023