შალვა პაპუაშვილი ბაჰამის კუნძულების სენატის პრეზიდენტს შეხვდა

26/10/2023

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბაჰამის კუნძულების თანამეგობრობის სენატის პრეზიდენტს, ჯული ადერლის შეხვდა. შალვა პაპუაშვილმა ბაჰამის მხარეს საპარლამენტთაშორისო კავშირში წევრობა მიულოცა. აგრეთვე, მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პლატფორმებზე საქართველოს პოზიციების მხარდაჭერისთვის. შეხვედრაზე საქართველოს და ბაჰამის პარლამენტების თავმჯდომარეებმა მიმოიხილეს ორი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები, მათ შორის, კონფლიქტები და კლიმატის ცვლილება. აგრეთვე, ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას, მათ შორის, მეგობრობის ჯგუფების დონეზე. ორი ქვეყნის პარლამენტების თავმჯდომარეებს შორის ისტორიაში პირველი შეხვედრა ანგოლაში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის 147-ე ასამბლეის ფარგლებში გაიმართა. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე სალომე ქურასბედიანი შედიან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0