შალვა პაპუაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს შეხვდა

23/01/2023

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან კელი დეგნანთან. შეხვედრაზე შეაჯამეს პარლამენტის 2022 წლის საქმიანობა და განიხილეს საგაზაფხულო სესიის დღის წესრიგი, აგრეთვე, მიმოიხილეს საქართველოში მიმდინარე მოვლენები. ​მხარეებმა ასევე დეტალურად განიხილეს ევროკავშირის 12 რეკომენდაციით გათვალისწინებული რეფორმები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0