შიდა ტურიზმის დასახვედრად ემზადება ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, საქართველოში ტურისტული თვალსაზრისით ერთ-ერთი პოპულარული კურორტი წელსაც ელის დამსვენებლებს,მანამდე კი ბიზნეს ოპერატორებს კორონა ვირუსის პანდემიის გამო დაწესებულები რეგულაციების დაკმაყოფილება უწევთ, სასტუმროების დიდმა ნაწილმა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული რეკომენდაციები გაითვალისწინა შესაბამისად ისინი მზად არიან მიიღონ სტუმრები. მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული მცხეთის შემდეგ ამჯერად ყაზბეგში დასაქმებულ ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხდა. გუბერნატორმა სასტუმროებისა და კოტეჯების,ასევე კვების ობიექტების და სათავგადასავლო ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლებს შეახსენა,რომ მცხეთა- მთიანეთის რეგიონი ამ დრომდე მწვანე ზონად რჩება, რაც ტურისტების მოზიდვის თვალსაზრისით კარგია. შალვა კერესელიძემ ტურიზმის სფეროში დასაქმებულებს მოუწოდა მკაცრად დაიცვან რეგულაციები,რომლებსაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად აწესებს. ტურიზმის სფეროში დასაქმებულებმა თავის მხრივ გუბერნატორს იმ პრობლემების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია,რომელიც მათ ყაზბეგში აქვთ. ცნობისთვის უკვე შექმნილია ჯგუფი,რომელსაც სახელმწიფო რწმუნებული ხელმძღვანელობს,ჯგუფში შედიან მცხეთა-მთიანეთში არსებული ტურიზმის სფეროში დასაქმებული პირები.პირველი შეხვედრა ორშაბათს არის დაგეგმილი.ჯგუფის მიზანი სფეროში არსებული პრობლემების მოგვარებაა.
შალვა კერესელიძე ყაზბეგში დასაქმებულ ტურისტული სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა
19/06/2020