შალვა კერესელიძე, მცხეთის მუნიციპალიტეტში მოღვაწე ფერმერებს შეხვდა

05/06/2019

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნავდარაანთკარში მოღვაწე გიორგი ბერიშვილს, სოფელ არაშენდაში მოღვაწე ზაქრო სინაძეს, სოფელ ძალისში მოღვაწე რამაზ პავლიაშვილს და სოფელ ლამოვანში მოღვაწე ვიტალი ბიგანაშვილს და ზურაბ გოგიძეს შეხვდა. შალვა კერესელიძე ფერმერების საქმიანობას და სამომავლო გეგმებს პირადად გაეცნო. ისაუბრეს სახელმწიფო პროგრამებზე და პროექტებზე, რომლებიც მიზნად მეწარმეების მხარდაჭერას ისახავს.
ფერმერების ნაწილმა სახელმწიფო პროექტების – „დანერგე მომავალი“ და „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ფარგლებში შეძლეს საკუთარი წარმოების გაფართოება. ისინი, ამ ეტაპზე, სასაქონლე მეურნეობით, მევენახეობით, ყვავილების, ბოსტნეულის, მარცვლოვანი და კენკროვანი კულტურების მოყვანით არიან დაკავებულები.

„მცხეთა-მთიანეთში სოფლის მეურნეობის კიდევ უფრო განვითარება ჩვენთვის პრიორიტეტულია. რამდენიმე თვეა ამოქმედდა კენკროვანი კულტურების გაშენების ხელშეწყობის პროგრამა. ახლახანს დასრულდა რძის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა სოფელ შუაფხოში. ადგილობრივ ფერმერებს აქვთ შესაძლებლობა, სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამის დახმარებით წამოიწყონ და გააფართოვონ წარმოება“ – აღნიშნა მხარის რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ.

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, შესაბამის უწყებებთან ერთად მუშაობს, რათა ადგილობრივ მოსახლეობას ფერმერული მეურნეობების განსავითარებლად საჭირო პირობები შეუქმნას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0