მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე დუშეთის მუნიციპალიტეტში მოქმედ ტურისტული სფეროს წარმომადგენლებს ბაზალეთში შეხვდა. გუბერნატორმა ბინზეს-ოპერატორებს უთხრა,რომ მცხეთა-მთიანეთის რეგიონს მწვანე ზონის სტატუსი აქვს,ამის შესანარჩუნებლად კი მათ უნდა დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები,რომელიც კორონა ვირუსის მასიურად გავრცელების საწინააღმდეგოდ გამოიყენება. დუშეთის მუნიციპალიტეტში შიდა ტურისტების მისაღებად როგორც საოჯახო ასევე დიდი სასტუმროები უკვე მზად არიან.
შალვა კერესელიძე დუშეთში ტურისტული ობიექტების წარმომადგენლებს შეხვდა
21/06/2020