დუშეთის მუნიციპალიტეტში, შიდა საუბნო და სოფლებს შორის დამაკავშირებელი გზების კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მხარის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, მოადგილესთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მიმდინარე სამუშაოებს პირადად გაეცნო. ქალაქ დუშეთში, გოგებაშვილის, აღმაშენებლისა და ბაჩანას ქუჩიდან აღმაშენებლის ქუჩამდე მონაკვეთებს რეაბილიტაცია უტარდება. ასევე, მიმდინარეობს ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, ჩანადირთკარი-საკრამულის დამაკავშირებელი გზის კეთილმოწყობის სამუშაოები. პროექტების ჯამური ღირებულება 1.5 მილიონ ლარზე მეტია. სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ უნდილაანთკარში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოებსაც გაეცნენ. პროექტის განხორციელებით ადგილობრივ მოსახლეობას წყალმომარაგების მრავალწლიანი პრობლემა მოუგვარდება. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს იგეგმება. რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების შესაბამის უწყებებთან ერთად, მუდმივ მონიტორინგს უწევს.
შალვა კერესელიძე დუშეთში, საგზაო ინფრასტრუქტურისა და წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო
17/05/2019