შალვა კერესელიძემ, ტამიშის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

02/07/2019

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან ზურაბ სეხნიაშვილთან ერთად, ტამიშის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი დუშეთში გვირგვინით შეამკო.
1993 წლის 2 ივლისს, აფხაზეთში, ტამიშთან შეტაკებას დუშეთის ბატალიონის 37 მებრძოლი ემსხვერპლა. ქართულმა მხარემ ქვედანაყოფის დაღუპულ მებრძოლთა სამშობლოში გადმოსვენება უზრუნველყო. ბატალიონის 6 წევრი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

„მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი მწუხარება ყველა იმ ადამიანის გამო, რომელიც აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს შეეწირა. ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება და პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას“ – აღნიშნა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ.

ხელისუფლების წარმომადგენლები, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, ძმათა სასაფლაოზე, დაღუპულთა სულების მოსახსენიებელ პანაშვიდსაც დაესწრნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0