მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ, მოადგილეებთან ირაკლი ცქიტიშვილთან და მანანა ნარიმანიძესთან ერთად, დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გამართა. სხდომას რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. იმსჯელეს მცხეთა-მთიანეთის განვითარების 2016-2021 წლების სტრატეგიის 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის განახლების საკითხებზე. სამოქმედო გეგმას 1 449 855 ლარის ღირებულების პროექტები დაემატა, რომელიც ითვალისწინებს სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელებას ქალაქ დუშეთში და დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ჭალისოფელში, დიდებაანში, კიტოხში, ბაკურხევში, ქვეშეთში, ზემო მლეთაში, ჯუღისში, ცივწყაროში, მაღაროსკარში, შატილში, ხანდოში, ბოდორნაში, საშაბუროსა და კორშაში. შალვა კერესელიძემ სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების დროულად და ხარისხიანად შესრულების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს მხარდაჭერა აღუთქვა.
შალვა კერესელიძემ, საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გამართა
23/05/2019