შალვა კერესელიძემ გუდაურის საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები მოინახულა

27/05/2020

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, დაბა გუდაურში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი შენდება. ბაღი 35 აღსაზრდელზეა გათვლილი. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე, გუდაურში საბავშვო ბაღს არასოდეს უფუნქციონირია. მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერთან ალექსანდრე ზაგაშვილთან ერთად, ბაღის სამშენებლო სამუშაოები პირადად მოინახულა. შალვა კერესელიძე ადგილზე არსებულ ვითარებას დეტალურად გაეცნო და მშენებლებს გაესაუბრა. დაბა გუდაურის ბაღის მშენებლობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. პროექტის ღირებულება დაახლოებით 1 მილიონ ლარს შეადგენს. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის სექტემბერში იგეგმება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0