იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული, შავლეგო ტაბატაძე და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, ილია ბეგიაშვილი მერებსა და საკრებულოების თავმჯდომარეებს შეხვდნენ, სადაც განიხილეს მიმდინარე პროექტები და არსებული ხარვეზების დროულად აღმოფხვრაზე ისაუბრეს. ასევე, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა გარდამავალ პროექტებზე, სამუშაოები რამდენიმე ეტაპსა და კომპონენტს მოიცავს. მერებმა დეტალურად წარმოადგინეს ინფორმაცია, 2019 წელს მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელ რომელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გამოცხადდა ტენდერები და რა ვადებში უნდა მოხდეს სამუშაოების დაწყება. ასევე, შეხვედრაზე მოწვეული იყო სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი და წარმოადგინა სამოქმედო გეგმა, რომლის განხორციელებაც 2019 წელს არის დაგეგმილი.
დღესვე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულთან არსებული სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. რეგიონის განვითარების სტრატეგიის სამოქმედო გეგმაში ცვლილებები შევიდა. კონკრეტულად რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდში დაემატა 37 ინფრასტრუქტურული პროექტი და თანხობრივი ცვლილება შევიდა 2 პროექტში. კორექტირებულ სამოქმედო გეგმას სტიქიის პრევენციაზე 18 პროექტი დაემატა. საბჭოს წევრებმა აღნიშნულ ცვლილებებს მხარი ერთხმად დაუჭირეს. დღევანდელ შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები: იოსებ ხახალეიშვილი და ბესიკ გოფოძე ესწრებოდნენ.
შავლეგო ტაბატაძე მერებსა და საკრებულოების თავმჯდომარეებს შეხვდა
22/03/2019