შავი ზღვის არენაზე ანსამბლ “ერისიონის” კონცერტი გაიმართა

14/08/2016

პირველი ქართული ანსამბლი, რომელმაც black sea arena- ს სცენაზე კონცერტი გამართა ანსამბლი „ერისიონია.“
საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი მაყურებლის წინაშე ახალი შოუ-პოგრამით „ქართული საგანძურით“ წარსდგა. „ქართული საგანძური“ არის დინამიური და ხატოვანი სპექტაკლი, რომელიც ეთნოგრაფიული სიზუსტით და თანამედროვე ტექნიკური საშუალებების დახმარებით ხატოვნად წარმოადგენს საქართველოს უძველეს ისტორიას.
ანსამბლი „ერისიონი“ დაარსებიდან 131 წელს ითვლის. 1999 წელს ანსამბლს „ერისიონი“ ეწოდა, რაც სულხან საბას განმარტებით ცის იერს, მთის წვერს ზემოთ ნიშნავს.
1986 წლიდან ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელია საქართველოს სახალხო არტისტი, სახელმწიფო და რუსთაველის პრემიების ლაურეატი ჯემალ ჭკუასელი.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ანსამბლს 11 ოზურგეთელი სოლისტი ჰყავს.
კონცერტს 10 000-მდე მაყურებელი დაესწრო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0