ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს.
საახალწლო მილოცვა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, ირაკლი ღარიბაშვილის გვერდზე განთავსდა.
„ყველას გილოცავთ ახალ 2016 წელს! გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას, კეთილდღეობას და ყველაფერს საუკეთესოს! ღმერთი იყოს ჩვენი ქვეყნის მფარველი“, – ნათქვამია ყოფილი პრემიერის მილოცვაში.
ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტი გასულ კვირას დატოვა. როგორც მან აღნიშნა, თანამდებობა მისთვის თვითმიზანი არასდროს ყოფილა, რადგან თანამდებობები დროებითია.