ყოველი ახალი საწარმოს გახსნა სახელმწიფოსთვის ნიშნავს დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას

09/11/2022

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი და კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ იგოეთში ახლადგახსნილი სანელებლების საწარმოს – “იგოეთი” სამუშაო პროცესს გაეცნენ. კომპანია 2020 წელს დაარსდა და 18 სახეობის სუნელს აწარმოებს. თანამედროვე ტიპის შენობა სრულად აკმაყოფილებს სტანდარტებს და პასუხობს ყველა შესაბამის მოთხოვნას. საწარმოს დირექტორის ზურაბ გოგინაშვილმის თქმით, ადგილზე დასაქმებულები არიან ადგილობრივი კადრები, ასევე, სამომავლოდ იგეგმება დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა.

“ყოველი ახალი საწარმოს გახსნა სახელმწიფოსთვის ნიშნავს დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას და ეკონომიკურ სარგებელს. გარდა ამისა, იქმნება ქართული პროდუქცია და მატერიალური დოვლათი. იგოეთში ახლადგახსნილი სანელებლების საწარმო და მასში ჩადებული ინვესტიცია ამ ყველაფრის კარგი მაგალითია. შედეგად დასაქმდა ათეულობით ადამიანი. ზოგადად, კერძო და საჯარო სექტორის ურთიერთთანამშრომლობა ქვეყნის ინტერესებს ემსახურება და მნიშვნელოვანია ადგილობრივი ბიზნესის განვითარებისათვის.“ – აღნიშნა მხარის რწმუნებულმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0