ყოველთვის მზად ვარ, მხარი დავუჭირო ჩვენი რეგიონის განვითარებას

16/09/2022

გიორგი დოხტურიშვილი რუსთავში, რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტის წარდგენას დაესწრო. რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი, რუსთავის მერიამ 2021 წელს განახორციელა. ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტი მეორე ფაზაზე გადადის.
ინფრასტრუქტურული პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია:
რუსთაველის ქუჩის საცხოვრებელი კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა;
დეკორატიული ფილებით ტროტუარების, სარწყავი სისტემის, დაწნეხილი ბეტონის ბორდიურებისა და გაზონების მოპირკეთება ;
გზის სავალ ნაწილსა და ტროტუარებს შორის განთავსდება ლითონის დეკორატიული ღობე;
განახლდება გარე განათების ქსელი და დამონტაჟდება დეკორატიული განათებები.
მნიშნელოვანია, რომ ინფრასტრუქტურული პროექტი ითვალისწინებს შენობების არქიტექტურული სტილის შენარჩუნებას.

“მივესალმები რუსთავში მსგავ პროექტებს და ყოველთვის მზად ვარ, მხარი დავუჭირო ჩვენი რეგიონის განვითარებას. პროექტი განვითარების კიდევ ერთ, ახალ შესაძლებლობას მისცემს რუსთავს, რაც მნიშვნელოვანია, როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის განვითარებისათვის”- ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი.

პროექტის ღირებულება 5 046 000 ლარია და რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის პრეზენტაციას, რომელიც რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ წარადგინა სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნიკა კობახიძე, რუსთავისა და გარდაბნის ათი თემის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში, ირაკლი შატაკიშვილი, ლიეტუვას ქალაქი პანევეჟისის მერი და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0