ყოველდღიურ რეჟიმში წარიმართება სპექტაკლი სახელწოდებით „დუბლიონკა ზაფხულში“

03/10/2018

„ყოველდღიურ რეჟიმში წარიმართება სპექტაკლი სახელწოდებით „დუბლიონკა ზაფხულში“ და სჯობს დროზე დასრულდეს ეს სპექტაკლი იმისათვის, რომ ჩვენ განვაგრძოთ მუშაობა მომავლის შექმნისთვის და უკეთესი საქართველოსთვის”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი შეფასებით, დღევანდელი პლენარული სხდომა საარჩევნო კამპანიისთვის პლატფორმად იქცა, სადაც ნამდვილი საარჩევნო დებატები წარიმართებოდა.

„აქაც ვერ ავცდით, სამწუხაროდ, ამ შავ პიარს, შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს. ჩემი კიდევ ერთხელ თხოვნა და მოწოდება ყველა პოლიტიკური პარტიის მიმართ არის ის, რომ ჩვენ უნდა წარვმართოთ ევროპული ტიპის საარჩევნო კამპანია. არა ისეთი კამპანია, როგორსაც ვხედავთ დღეს, არამედ, ევროპული ტიპის კამპანია, რომელიც არის აგებული მომავალზე, მომავლის ხედვის წარმოჩენაზე და არა შავ პიარზე და ასევე, არ უხდება ამ კამპანიას ისეთი სპექტაკლები, რომელსაც ვუყურებთ ჩვენ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0