ყოველდღიურად მიმდინარეობს ცენტრალური ქუჩების სპეციალური ხსნარით დამუშავება

03/04/2020

ხაშურის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „ხაშურსერვისის“ ინფორმაციით, კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, ყოველდღიურად მიმდინარეობს ცენტრალური ქუჩების, ხალხმრავალი ადგილებისა და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სადარბაზოების სპეციალური ხსნარით დამუშავება. დეზინფიცირება უკვე ჩაუტარდა მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულ ყველა სკოლას, საბავშვო ბაღს, სპორტულ დარბაზს, კულტურის სახლს, მუზეუმს, ბიბლიოთეკას და სხვადასხვა ობიექტს. სრულდება საქართველოს მთავრობისა და სათანადო უწყებების მიერ მიღებული რეკომენდაციები. პრევენციის ღონისძიებების ფარგლებში, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებისგან შექმნილი მობილური ჯგუფები მოძრაობენ ავტომობილებით, რომლებზეც ხმის გამაძლიერებლებია დამონტაჟებული და მოსახლეობას დამატებით აწვდიან ინფორმაციას არსებულ საფრთხეებზე, მოუწოდებენ შინ დარჩენისა და საგანგებო რეჟიმის ზომების დაცვისკენ. მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, თვითიზოლაციის რეჟიმში 23 პიროვნება იმყოფება. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად კონტროლდება და დამაკმაყოფილებელია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0