ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის საპარლამენტო სამიტი კარგი შესაძლებლობა იყო, რომ ჩვენი გამოცდილებიდან დანახული რუსული აგრესია და მის წინააღმდეგ ბრძოლის ინსტრუმენტები კიდევ ერთხელ გვეჩვენებინა ჩვენი კოლეგებისთვის

26/10/2022

„მნიშვნელოვანი და ალბათ ისტორიული დღეც იყო, იმ კუთხით, რომ შეიქმნა ყირიმის პლატფორმის საპარლამენტო განზომილებით პლატფორმა, რომელიც აერთიანებს იმ ქვეყნებს, რომელიც ერთი მხრივ, გმობენ რუსეთის აგრესიას, და მეორე მხრივ, სოლიდარულები არიან უკრაინის მიმართ. ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველი საპარლამენტო სამიტი კარგი შესაძლებლობა იყო, რომ ჩვენი გამოცდილებიდან დანახული რუსული აგრესია და ამ რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის ინსტრუმენტები, კიდევ ერთხელ გვეჩვენებინა ჩვენი კოლეგებისთვის“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი შეაჯამა. შალვა პაპუაშვილის თქმით, ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის ფარგლებში საპარლამენტო დელეგაციას შესაძლებლობა ჰქონდა საქართველოს გამოცდილება რუსული აგრესიასთან და ოკუპაციასთან დაკავშირებით სამიტის მონაწილეებისათვის გაეზიარებინა და ამ აგრესიასთან ბრძოლის ინსტრუმენტებზეც ესაუბრა.

„პლატფორმის ფარგლებში შესაძლებლობა გვქონდა, რომ სხვა მონაწილეებთან ერთად, დაახლოებით 30 პარლამენტის თავმჯდომარე იმყოფებოდა ამ სამიტზე, სიტყვით მიგვემართა მონაწილეებისთვის და მიგვემართა ჩვენ, როგორც საქართველოს, რომელსაც რამდენჯერმე აქვს გამოცდილი რუსული აგრესია და დღესაც საქართველოს ტერიტორიების ნაწილი არის რუსეთის მხრიდან ოკუპაციების ქვეშ. ვფიქრობ, ჩვენი გამოცდილება მნიშვნელოვანი იყო სამიტის მონაწილეებისთვისაც და შესაბამისად, რეაქციებიც შემდეგ შესაბამისი გვქონდა, ვინაიდან ის სამი საკითხი, რომელიც გამოსვლაში მქონდა, ომის დანაშაულების დოკუმენტირება, საერთაშორისო სოლიდარობა და საერთაშორისო სამართლის საბაზისო ფუნდამენტური პრინციპების დაცვა, არის ის სამი საკითხი, რომელიც მნიშნელოვანია იმისთვის, რომ ასეთი აგრესიები ერთი მხრივ შეწყდეს, მეორე მხრივ, აღარ განმეორდეს. ეს არის ქვაკუთხედი, იმ მშვიდობისა, რომელსაც ჩვენი რეგიონი მიესწრაფვის. ამიტომ, ვფიქრობ, რომ კარგი შესაძლებლობა იყო, რომ ჩვენი გამოცდილებიდან დანახული რუსული აგრესია და ამ რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის ინსტრუმენტები, კიდევ ერთხელ გვეჩვენებინა ჩვენი კოლეგებისთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველი საპარლამენტო სამიტის ფარგლებში ხორვატიაში ვიზიტი დაასრულა. ​საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად ვიცე სპიკერი არჩილ თალაკვაძე და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე იმყოფებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0