სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ყირგიზეთის დელეგაციასთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზვიად მიხანაშვილმა ყირგიზეთის პენიტენციური სამსახურის დელეგაციის წარმომადგენლებს შემაჯამებელ შეხვედრაზე უმასპინძლა.
სამინისტროში გამართულ შეხვედრას იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე ესწრებოდნენ.
ვიზიტის მიზანი საქართველოს პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული რეფორმების, საკანონმდებლო დონეზე გატარებული ცვლილებების, დაწესებულებების ტიპების, მასში მოქმედი სარეაბილიტაციო პროგრამების, ასევე, პრობაციის ეროვნული საგენტოს და სასწავლო ცენტრის მუშაობის სპეციფიკის ადგილზე გაცნობა იყო.
„შემაჯამებელ შეხვედრაზე საქართველოში უკვე განხორციელებული პროექტები განვიხილეთ, რომელიც 2012 წლიდან მოყოლებული ხორციელდება და მინდა ვთქვა, რომ სტუმრები ნანახით აღფრთოვანებულები დარჩნენ. მათ დაადასტურეს, რომ ქართული მხარის გამოცდილებას ყირგიზეთში გაიზიარებენ“, – განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა.
დელეგაციის წევრებმა პენიტენციურ სისტემაში გატარებული რეფორმები პოზიტიურად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ უწყებაში ბევრი საინტერესო და ახალი პროექტია დანერგილი. სტუმრებმა ყურადღება გაამახვილეს მსჯავრდებულთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისა და რესოციალიზაცია-რეაბილიტაცის კუთხით განხორციელებულ პროგრამებზე. მათი თქმით, მნიშვნელოვანია ქართული გამოცდილების გაზიარება და მისი ყირგიზეთის პენიტენციურ სისტემაში დანერგვა.
სტუმრებმა დადებითად შეაფასეს N16 დაბალი რისკის დაწესებულების ინფრასტრუქტურა და ასევე, ბარაკული ტიპის საცხოვრებელი სისტემიდან საკნურ საცხოვრებელზე გადასვლის პრინციპი. მათი განსაკუთრებული დაინტერესება მსჯავრდებულთა რისკების მიხედვით კლასიფიკაციამ გამოიწვია.
„საქართველოს პენიტენციურმა სისტემამ უკვე მიაღწია მიზანს. ეს კი სტაბილურობის გარანტია. როგორც ჩვენი, ასევე, საქართველოს მიზანი დანაშაულთან ბრძოლაა. მხოლოდ დამნაშავის საზოგადოებისგან იზოლირება კი საკმარისი არ არის. აუცილებელია მასთან მუშაობა. ვიზიტის შედეგად დავრწმუნდით, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველია პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომელიც მსოფლიო დონის სტანდარტებზე გადავიდა და ჩვენ ვეცდებით ნანახი გავიზიაროთ,“ – განაცხადა ყირგიზეთის პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა სალამატ აბდიევმა.
ყირგიზეთის პენიტენციური სამსახურის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელმა, ნაზირა ოსმონოვამ სურვილი გამოთქვა მისმა თანამშრომლებმა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში გადამზადების კურსი გაიარონ.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ერთმ