ყვიბისში საკანალიზაციო ქსელის მოწყობა მიმდინარეობს

01/11/2016

სოფელ ყვიბისში კანალიზაციის ქსელის მოწყობის სამუშაოები გრძელდება. პროექტის მიხედვით ახალი საკანალიზაციო მაგისტრალით ე.წ. ციცქიშვილებისა და ხაჩიძეების უბანი ისარგებლებს.
გამგებლის დიმიტრი ყიფიანის თქმით, სამუშაოების მნიშვნელოვანი ნაწილი შესრულებულია და მისი დასრულება უახლოეს მომავალში მოხდება.
პროექტის ფარგლებში 1 147 მეტრ მონაკვეთზე 29 რკინა-ბეტონის ჭისა და გოფრირებული და ფოლადის მილების მოწყობა განხორციელდა.
გამგებლის თქმით, აღნიშნულ უბნებში საკანალიზაციო ქსელი არასოდეს ყოფილა. სამუშაოების დასრულების შემდეგ ახალი ქსელით 50 მეტი ოჯახი ისარგებლებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0