საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას გამოეხმაურა და გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს და ახლობლებს მიუსამძიმრა.
„ყველა შეგვძრა თბილისში, ვაკის პარკში დატრიალებულმა ტრაგედიამ. ასეთ დროს თანაგრძნობის ყველა სიტყვა ფერმკრთალდება. მინდა, რომ თქვენი და ჩემი სახელით გამოვხატო იმ მწუხარების თანაზიარება, რომელსაც განიცდიან მარიტა მეფარიშვილის ოჯახის წევრები, ნათესავები, მეგობრები. მე დარწმუნებული ვარ, რომ მიმდინარე გამოძიება ყველა დეტალს დაადგენს, თუმცა, ამ ტრაგედიას, სამწუხაროდ, აღარაფერი ეშველება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
დეპუტატებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გარდაცვლილი მარიტა მეფარიშვილის ხსოვნას.