,, თინა ხიდაშელს ეს საპასუხისმგებლო თანამდებობა არ უნდა ეკავოს,,- განაცხადა რეფორმირების ცენტრის წარმომადგენელმა ზვიად ზუბაშვილმა prof-news-თან ინტერვიუში და ვრცლად გვესაუბრა ჯარში არსებულ ამჟამინდელ, არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაზე…
,,მივმართავ თავდაცვის მინისტრს: ხიდაშელს! ყურადღება მიაქციე ჯარში არსებულ სიტუაციას, ჯარისკაცები ნუ გყავთ ტყვეობაში გადახედე ბრიგადების განრიგს, ისინი ჯარისკაცები არიან და არა მონები, რადგან ისინი ქვეყანას იცავენ, თითქმის ყოველ მეორე ჯარისკაცს წამოსვლა უნდა ჯარებიდან, რატომ შეუქმენით ისეთი სიტუაცია რომ მათ შეიარაღებულ ძალებში მსახურის სურვილი აღარ აქვთ? აუცილებელია ტელევიზიით გავავცელო ჯარში არსებული მდგომარეობა?! ყველაზე უსუსური თავდაცვის მინისტრი ბრძანდებით ქალბატონო თინა, თქვენ არ იცით შეიარაღებულ ძალებს როგორ უნდა მიაქციოთ ყურადრება, თქვენ არ გესმით და არ იცით რა აწუხებს და რა სტკივა ჯარისკაცს. თქვენ ეს საპასუხისმგებლო თანამდებობა არ უნდა გეკავოთ. თქვენით ჯარისკაცები არ არიან კმაყოფილნი, რადგან თქვენ მარტო კაბინეტი და სახლი გაინტერსებთ. არ დაკავიწყდეთ ქალბატონო თინა რომ თავდაცვის მინისტრი ხართ და არა ბაგა–ბაღის დირექტორი!,,- განაცხადა ზუბაშვილმა.